ზელენსკი - უკრაინა ევროკავშირისგან ახალ ტრანშს უახლოეს დღეებში ელოდება

ავტორი
Frontnews საქართველო
უკრაინა ევროკავშირისგან ბიუჯეტის მხარდაჭერის ახალ ტრანშს უახლოეს დღეებში ელის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ევროკომისიას და ევროკავშირს ფინანსური დახმარების შემდეგი ტრანშის შესახებ გადაწყვეტილების მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა.
"გასულ კვირას ჩვენ იარაღისთვის 3.3 მილიარდი ევრო მივიღეთ და უახლოეს დღეებში ბრიუსელიდან კიდევ უფრო კარგ ფინანსურ ამბებს ველით - კერძოდ, ბიუჯეტის მხარდაჭერას, კიდევ ერთ ტრანშს. გმადლობთ. ეს წინასწარ შეთანხმებული ციფრებიდან არის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, ესაუბრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს.
"ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენთან, უკრაინასთან, უჭერს მხარს ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს და იცავს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ჩვენ განვიხილეთ ზამთრის წინ არსებული გამოწვევები, ჩვენი საჭიროებები და ის, თუ როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი ხალხის უფრო მეტი დაცვა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




