Logo

ზელენსკი - უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის დღეიდანვე, თუ რუსეთი მზად იქნება სარკისებური ნაბიჯების გადადგმისთვის

უკრაინა
10 საათის წინ / 23:38
Frontnews image description

უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის დღეიდანვე, თუმცა თუ რუსეთის ფედერაცია მზად იქნება სარკისებური ნაბიჯების გადადგმისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ჩვენ მზად ვართ რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე, თუნდაც დღეიდან, თუ რუსეთი მზად იქნება სარკისებური ნაბიჯებისთვის - სრული დუმილისთვის, გრძელვადიანი დუმილისთვის მინიმუმ 30 დღის განმავლობაში", - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის სამართლიანი ვადა შემდეგი ნაბიჯების მოსამზადებლად.

"რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ომი და შეწყვიტოს თავდასხმები, შეწყვიტოს დაბომბვა“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ამ დროისთვის რუსული დარტყმების ინტენსივობა მხოლოდ რუსეთის მიერ ბრძოლის გაგრძელების სურვილზე მიუთითებს, კერძოდ, მტერი აგრძელებს "შაჰედების“, საჰაერო ბომბების გაშვებას და ამავდროულად, ფრონტზე ბრძოლა არ ცხრება.

"ყოველ ღამეს დაახლოებით ასი "შაჰედი". მხოლოდ ამ კვირაში, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, უკვე 950-ზე მეტი რუსული საჰაერო ბომბი. ყოველდღიურად ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს პოკროვსკის მიმართულებით, დონეცკის სხვა მიმართულებით. ჩვენ ვპასუხობთ მთელ ფრონტზე, ასევე კურსკის და ბელგოროდის ოლქებში, სადაც აქტიურები ვართ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები