Logo

ზელენსკი - უკრაინამ უკვე განსაზღვრა მტრის თავდასხმებზე შემდეგი საპასუხო ზომები

უკრაინა
154
Frontnews
ზელენსკი - უკრაინამ უკვე განსაზღვრა მტრის თავდასხმებზე შემდეგი საპასუხო ზომები

რუსი ოკუპანტები უკრაინის ენერგეტიკულ, ლოგისტიკურ, თბომომარაგებას და წყალმომარაგების სისტემებზე თავდასხმას აგრძელებენ და დეესკალაციაზე უარს ამბობენ. უკრაინამ უკვე განსაზღვრა მტრის თავდასხმებზე შემდეგი საპასუხო ზომები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ჩვენი ელექტროსადგურები, ენერგეტიკული ქსელები, გათბობის სისტემები, წყალმომარაგების ობიექტები და სამოქალაქო ლოგისტიკა "შაჰედების“ და რაკეტების მუდმივი თავდასხმის ქვეშაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, აგრესორმა ქვეყანამ უარი თქვა დეესკალაციის ნაბიჯებზე, არ ცვლის თავისი აგრესიული აქტივობის ხასიათს და შემდგომ დარტყმებს გეგმავს.

"ჩვენ განვსაზღვრეთ შემდგომი პასუხები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების მტრის მიერ დაბომბვის საპასუხოდ, რუსეთის ნავთობგადასამუშავებელი ინდუსტრიის წინააღმდეგ ოპერაცია მიმდინარეობს.

"ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი სანქციები, ჩვენი საშუალო მანძილის დარტყმები და ჩვენი პარტნიორების მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ამ ომის გამო ზეწოლა - ეს არის ის, რაც რეალური მოლაპარაკებების მოტივაციას ქმნის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის გამოცდილებამ აჩვენა, რომ მშვიდობა შეიძლება დამყარდეს, თუ რუსი დიქტატორი გადაწყვეტილებას მიიღებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები