ზელენსკი – უკრაინამ უნდა აწარმოოს ყველაფერი, რაც აუცილებელია რუსული აგრესიისგან დასაცავად


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინამ უნდა აწარმოოს ყველაფერი, რაც აუცილებელია რუსული აგრესიისგან დასაცავად. მომავალი წელი ამ მიმართულებით პროდუქტიული უნდა იყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ჩინოვნიკებმა უნდა განსაზღვრონ მომავალი წლის ჩვენი დიპლომატიური მუშაობის ამოცანები – კონკრეტულად, რაც შეეხება პარტნიორებთან შეთანხმებებს იარაღის წარმოებაზე, კომპონენტებისა და აღჭურვილობის მიწოდებაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, აბსოლუტურად ყველა გეგმა, ქმედებების მკაფიო ალგორითმი – ყველაფერი ძირითადი უნდა განისაზღვროს თავდაცვის კომპლექსისთვის, რათა მომავალი წელი იყოს მაქსიმალურად პროდუქტიული.
“უკრაინამ უნდა აწარმოოს – დამოუკიდებლად ან პარტნიორებთან ერთად – ყველაფერი, რაც აუცილებელია რუსული აგრესიის ნებისმიერი ფორმისგან დასაცავად. ჩვენ შეგვიძლია ამის უზრუნველყოფა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს