ზელენსკი - უკრაინას ახლა 8-10 მილიარდი დოლარი სჭირდება, რომ არმიას იანვარ-თებერვალში იარაღი ჰქონდეს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება 10 მილიარდი დოლარი წლის დასაწყისში იარაღის შესაძენად, ასევე კიდევ 20 მილიარდი დოლარი არმიისა და სამოქალაქო თავდაცვის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, - ამის შესახებ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში უკრაინა-ნორდიკულ-ბალტიური რვიანის სამიტზე განაცხადა.
მისივე თქმით, დაფინანსების დეფიციტის საკითხი კრიტიკულია.
როგორც მან აღნიშნა, საჭირო 27 მილიარდი დოლარიდან 8-10 მილიარდი აუცილებელი იმისთვის, რომ თავდაცვის ძალებს ჰქონდეთ საჭირო შეიარაღება და მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული იყოს საჰაერო თავდასხმებისგან იანვარ-თებერვალში.
"ეს 8-10 მილიარდი და 20 მილიარდი სასწრაფო თანხებია, რადგან ისინი საჭიროა მიმდინარე წლის ოთხი თვის განმავლობაში. ეს ჩვენ უკვე გვჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ხელისუფლება ქვეყნისთვის აუცილებელი დაფინანსების მოსაზიდად სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს.
ძირითად წყაროებს შორის განიხილება: გაყინული რუსული აქტივები - მუშაობა გრძელდება როგორც ორმხრივ ფორმატებში, ისე ევროკავშირის ფარგლებს გარეთ არსებულ ქვეყნებთან.
მეორე ტრანში 90 მილიარდის ოდენობით - უკრაინა აქტიურად იმუშავებს ამ სახსრების მიღების დასაჩქარებლად.
ზელენსკის თქმით, სახსრების ნაკლებობა სერიოზული გამოწვევაა, თუმცა მნიშვნელოვანია მისი შედეგების თავიდან აცილება როგორც მშვიდობიან მოსახლეობაში, ასევე უშუალოდ ფრონტის ხაზზე.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




