Logo

ზელენსკი - უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის დიპლომატიური ჯგუფების პირველი საუბარი აბუ-დაბიში უკვე შედგა

უკრაინა
143
Frontnews image description

დღეს, 23 იანვარს, უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის დიპლომატიური ჯგუფები აბუ-დაბიში ხვდებიან ერთმანეთს. მათი პირველი საუბარი უკვე შედგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"უკრაინის წარმომადგენლები თითქმის ყოველ საათში მაცნობებენ - ისინი ამჟამად საამიროებში იმყოფებიან. უკრაინის, ამერიკის და რუსეთის დელეგაციები დღეს იქ არიან. ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი სამმხრივი შეხვედრები დიდი ხანია, არ ჩატარებულა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ სამი ქვეყნის წარმომადგენლები უკრაინაში ომის დასრულების პარამეტრებს განიხილავენ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მომლაპარაკებლებს „რუსეთისგან სულ მცირე რამდენიმე პასუხი მაინც უნდა ჰქონდეთ“ და დასძინა, რომ რუსეთი მზად უნდა იყოს „ამ ომის დასასრულებლად, რომელიც თავად დაიწყო“.

„უკრაინის პოზიციები ნათელია. მე ჩვენი დელეგაციისთვის დიალოგის ჩარჩო განვსაზღვრე. დელეგაცია მუდმივ კონტაქტზეა - რუსტემ უმეროვი, კირილ ბუდანოვი, დავით არახამია და სერგეი კისლიცია. ხვალ მოლაპარაკებებს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი გნატოვი და დაზვერვის წარმომადგენელი სკიბიცკი შეუერთდებიან“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შინაარსთან დაკავშირებით დასკვნების გამოტანა ნაადრევია. ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა ომის დასრულების სურვილის მნიშვნელობას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ რუსეთშიც.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები