ზელენსკი - ვაგრძელებთ ჩვენი ხალხის დაბრუნებას, გაცვლა უნდა გაგრძელდეს


ავტორი
Front News საქართველო
სამშაბათს, 10 ივნისს, უკრაინამ და რუსეთმა ტყვეთა მორიგი განახორციელეს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ტყვეების გაცვლა უნდა გაგრძელდეს.
"ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ხალხის დაბრუნებას, რაზეც სტამბოლში შევთანხმდით. დღეს არის ჩვენი მძიმედ დაჭრილი და დაშავებული ჯარისკაცების რუსული ტყვეობიდან დაბრუნების პირველი ეტაპი. მათ ყველას სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. ეს მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული აქტია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, შესაძლებელი გახდა ჯარისკაცების დაბრუნება უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების სხვადასხვა კომპონენტიდან: შეიარაღებული ძალებიდან, ეროვნული გვარდიიდან, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურიდან და სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურიდან.
"გაცვლა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ვიპოვოთ და დავაბრუნოთ თითოეული ადამიანი, ვინც ტყვეობაშია. მადლობელი ვარ ყველას, ვინც გვეხმარება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს