Logo

ზელენსკი - ვთხოვთ პრეზიდენტ ტრამპს, აამოქმედოს ლინდსი გრემის კანონი რუსეთისა და ყველას წინააღმდეგ, ვინც ფინანსურად უჭერს მხარს მის ომს

უკრაინა
503
Frontnews
ზელენსკი - ვთხოვთ პრეზიდენტ ტრამპს, აამოქმედოს ლინდსი გრემის კანონი რუსეთისა და ყველას წინააღმდეგ, ვინც ფინანსურად უჭერს მხარს მის ომს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ ლინდსი გრემის "ჯოჯოხეთური სანქციების" შესახებ კანონი სრულად და რაც შეიძლება მალე აამოქმედოს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, პარტნიორებს ახსოვდეს, რომ რუსეთის მხრიდან ესკალაცია ყოველდღიურად ხდება.

მისი თქმით, თუ რუსებმა კიდევ უფრო სასტიკი დარტყმა აირჩიეს, მსოფლიომ უფრო მკაცრი პასუხი უნდა აირჩიოს, რათა ომის შემდგომი გავრცელება თავიდან აიცილოს.

"ვთხოვთ პრეზიდენტ ტრამპს, აამოქმედოს ლინდსი გრემის კანონი რუსეთისა და ყველას წინააღმდეგ, ვინც ფინანსურად უჭერს მხარს მის ომს", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოსტას და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ევროპული სანქციების დაწესებას სთხოვს.

"ჩვენ ვთხოვთ ყველა ლიდერს, არ ამოიღონ რუსი ოლიგარქები არსებული სანქციების სიიდან და კიდევ უფრო შეზღუდონ ტერორისტებთან ვაჭრობა სანამ რუსეთი ომს არ შეწყვეტს. სწორედ ასე უნდა მიღწეულ იქნეს მშვიდობა ერთობლივი, ყოველდღიური ძალისხმევით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის მიერ 2026 წლის 18 სექტემბერს ხელმოწერილი კანონი აშშ-ის პრეზიდენტს ანიჭებს უპრეცედენტო უფლებამოსილებას, დააწესოს 100%-მდე ტარიფები იმ ქვეყნების საქონელზე, რომლებიც აგრძელებენ რუსული ენერგორესურსების ყიდვას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები