ზელენსკიმ ბაიდენს პუტინთან სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა „ატლანტიკურ საბჭოსთან“ საუბარში განაცხადა.
ერმაკის თქმით, ამერიკული მხარე წინადადებით დაინტერესდა, ხოლო რუსული მხარის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.





