ზელენსკიმ მფრინავ პაველ ივანოვს სიკვდილის შემდეგ “უკრაინის გმირის” წოდება მიანიჭა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მფრინავ პაველ ივანოვს სიკვდილის შემდეგ “უკრაინის გმირის” წოდება მიანიჭა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კაპიტან პაველ ივანოვს მიენიჭა სამხედრო წოდება „მაიორი“.
“უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში გამოვლენილი პირადი სიმამაცისა და გმირობისთვის, უკრაინელი ხალხის თავდაუზოგავი სამსახურისთვის, მიენიჭოს უკრაინის გმირის წოდება ოქროს ვარსკვლავის ორდენით პაველ ივანოვს – მაიორს (სიკვდილის შემდეგ)“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ბრძანებულებაში.
12 აპრილს უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ 26 წლის უკრაინელი მფრინავი პაველ ივანოვი საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა. ის F-16-ის პილოტი იყო.
აღსანიშნავია, რომ F-16-ის მფრინავის პაველ ივანოვის დაღუპვას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და ოკუპანტებს “მკაცრ და ზუსტ” პასუხს დაჰპირდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს