Logo

ზელენსკიმ ყოფილი გენერალური პროკურორი კოსტინი ნიდერლანდებში ელჩად დანიშნა

უკრაინა
07.04.2025 / 22:49
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოფილი გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი ნიდერლანდებში ელჩად და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში უკრაინის მუდმივ წარმომადგენლად დანიშნა.

ორივე განკარგულებას ზელენსკიმ დღეს მოაწერა ხელი.

“დანიშნოს ანდრეი კოსტინი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ნიდერლანდების სამეფოში.

ნიდერლანდების სამეფოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კოსტინი ამავდროულად დაინიშნოს უკრაინის მუდმივ წარმომადგენლად ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში”, – აღნიშნულია ბრძანებულების ტექსტში.

ანდრეი კოსტინმა უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობა 2024 წლის ოქტომბერში პროკურორების მიერ ინვალიდობის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სკანდალების შემდეგ დატოვა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები