Logo

ზელენსკიმ ყოფილი პრესმდივნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

უკრაინა
243
Frontnews
ზელენსკიმ ყოფილი პრესმდივნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

უკრაინაში ათი პირის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება ამოქმედდა, მათ შორისაა პრეზიდენტის ყოფილი პრესმდივანი იულია მენდელი.

შეზღუდვები ათი წლის განმავლობაში იმოქმედებს, ზოგიერთი მათგანი კი (მათ შორის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევა) განუსაზღვრელი ვადით იქნება ძალაში.

უმეტესობას სრული სპექტრის შეზღუდვები დაეკისრა: აქტივების გაყინვა, სავაჭრო ოპერაციების აკრძალვა, კაპიტალის გადინების პრევენცია, უკრაინაში შესვლის აკრძალვა და სანქციების შესახებ კანონით გათვალისწინებული სხვა ზომები.

სანქცირებულთა სიაში რუსეთის მოქალაქეებთან ერთად ერთადერთი  უკრაინის მოქალაქეა იულია მენდელი, პრეზიდენტ ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი. სტანდარტული შეზღუდვების გარდა, მის მიმართ გათვალისწინებულია ცალკე ღონისძიება: უკრაინიდან სოციალურ ქსელებში Instagram-ის, X-ისა და Facebook-ის გვერდებზე წვდომის შეზღუდვა.

იულია მენდელი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივნის თანამდებობას 2019 წლის ივნისიდან 2021 წლის ივლისამდე იკავებდა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები