Logo

ზელენსკი - ჩვენ მას მთელ მსოფლიოში ვერ მოვძებნით, პუტინმა უპატივცემულობა გამოიჩინა ტრამპისა და ერდოღანის მიმართ

უკრაინაკონფლიქტები
6 საათის წინ / 19:59
300
Frontnews image description

პუტინი თუ მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, შევხვდეთ, ჩვენ აქ ვართ, მაგრამ ის არც აქ არის და არც სტამბოლში, ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოს გარშემო სირბილი მის საძებნელად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, თუ ვლადიმერ პუტინი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, ის შეხვედრას განიხილავს.

"სტამბოლში არაფერი მაქვს გასაკეთებელი. რუსეთმა განაცხადა, რომ პუტინი პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად იყო, შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ. თუ პუტინი მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, შევხვდეთ. ჩვენ აქ ვართ, მაგრამ ის არც აქ არის და არც სტამბოლში. ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოს გარშემო სირბილი მის საძებნელად. ჩემი აზრით, აშშ და თურქეთი ახლა რუსეთის უპატივცემლობას გრძნობენ", - განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement