Logo

ზელენსკი - ჩვენ არ ვყიდით ქვეყანას, ჩვენთვის ეს ბიზნესი არ არის, ეს ჩვენი ცხოვრებაა

უკრაინა
343
Frontnews
ზელენსკი - ჩვენ არ ვყიდით ქვეყანას, ჩვენთვის ეს ბიზნესი არ არის, ეს ჩვენი ცხოვრებაა

უკრაინა აქვს ღალატის განცდა აშშ-ის სახით ასეთი ძლიერი პარტნიორის დაკარგვის გამო, თუმცა არ აპირებს დანებებას ან საკუთარი ქვეყნის გაყიდვას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინისთვის ეს ბრძოლა გადარჩენის საკითხია და არა ბიზნესი.

„ჩვენ არ ვყიდით ჩვენს ქვეყანას. ჩვენთვის ეს ბიზნესი არ არის, ეს ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი სახლი, ჩვენი კერა, ჩვენი შვილები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

დონალდ ტრამპისა და მისი გარემოცვის დამოკიდებულების კომენტირებისას, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისინი ისტორიის არასწორ მხარეს ირჩევენ.

„თუ შიგნით ხართ, შიგნით უნდა დარჩეთ და არა არასწორ მხარეს. ვფიქრობ, ტრამპის მრჩევლები ცდებიან. არ ვიცი, ვინ უბიძგებს მას არასწორი მხარისკენ. ეს არ არის ისტორიის სწორი მხარე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ბოლო დროს კიევსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებში გარკვეული დაძაბულობა შეინიშნება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები