ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულ ვადიმ კრასიკოვს შესაძლოა, გაცვლისთვის ამზადებდნენ


ავტორი
Front News საქართველო
გერმანული მედიის ინფორმაციით, ბერლინში, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულ, რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს შესაძლოა, გაცვლისთვის ამზადებდნენ.
“თაგესშპიგელის“ ცნობით, ოქტომბრის ბოლოს, ფარული მუქარის მიზეზით, ვადიმ კრასიკოვი ბერლინის ტეგელის მკაცრი რეჟიმის ციხიდან ბავარიაში გადაიყვანეს, რადგან მას საფრთხე ემუქრებოდა და შურისძიების ეშინოდა.
ერთ-ერთი ვერსიით, კრასიკოვი ეიზენჰუტენშტადტში “დეპორტირებულთა სპეციალური დაკავების ცენტრში“ გადაიყვანეს.
ზაფხულში რუსეთმა აშშ-ის ორი მოქალაქის ბრიტნი გრინერისა და პოლ უილანის სანაცვლოდ კრასიკოვის ექსტრადირების საკითხი წამოაყენა. მაშინ ბერლინის სასამართლომ ეს შუამდგომლობა განიხილა და უარყო.
საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის პარკში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი იმავე დღეს ბერლინში დააკავეს, რომელსაც ვადიმ სოკოლოვის სახელზე რუსული პასპორტი ჰქონდა.
ჟურნალისტურმა გამოძიებებმა დაადგინეს, რომ დაკავებული 56 წლის ვადიმ კრასიკოვია, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სტრუქტურებთან.
თაგები:
ზელიმხან ხანგოშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს