ზემო ფონიჭალაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება


ავტორი
Front News საქართველო
კრწანისის რაიონის გამგეობა ზემო ფონიჭალაში კორპუსებს შორის არსებული ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გამოიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა, განათების სისტემა და გამწვანებული თარგები. აგრეთვე, განახლდება ავტობუსის მოსაცდელები, მანიშნებელი დაფები და საგზაო ნიშნები.
“სამუშაოების მიმდინარეობისას, რომელიც 28 აპრილიდან დაიწყება და ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამ პერიოდში კერძო ავტომობილები კაპანაძეების და ღოღობერიძის ქუჩებზე გადაადგილდებიან.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები N343 და N344 იმოძრავებენ N29 კორპუსამდე, მიკროავტობუსი N409 კი გადაადგილდება მარნეულის ქუჩამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უკუმიმართულებითაც იმავე მარშრუტით მოემსახურება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!” – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
მოძრაობის შეზღუდვა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს