Logo

ზერტში გზის რეაბილიტაცია გრძელდება

რეგიონები
4 საათის წინ / 11:47
Frontnews image description

ზერტში გზის რეაბილიტაცია გრძელდება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

გზის სიგრძე 2 კმ და 861 მეტრია.

პროექტის მიხედვით მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ​მიერთებები, ეზოში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემა, საგზაო ნიშნები და მონიშვნები.

სამუშაოების ღირებულება 2 705 500 ლარია.

Advertisement