ზესტაფონში, სამცვერას ჩანჩქერთან მაშველები 18 წლის ბიჭს ეძებენ

გაზიარება
ავტორი
Frontnews საქართველო
ზესტაფონში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ.
სოფელ ქვედა საზანოში, სამცვერას ჩანჩქერთან მაშველები მუშაობენ.
მყვინთავები 18 წლის ბიჭს ეძებენ, რომელიც ჩანჩქერზე გუშინ გადახტა.
სამძებრო სამუშაოები გვიან ღამით შეწყდა და დილიდან განახლდა.
დაკარგული ახალგაზრდა ზესტაფონის მკვიდრია.





