Logo

ჟან-ნოელ ბარო – გადავწყვიტეთ, შეგვეჩერებინა სავიზო შეღავათები, რომლებიც ვრცელდება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ დიპლომატებზე

პოლიტიკა
889
Frontnews image description

ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვეჩერებინა სავიზო შეღავათები, რომლებიც ვრცელდება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ დიპლომატებზე, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის პასუხი იმ ძალადობაზე, რომელიც ხორციელდება დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

“ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვეჩერებინა სავიზო შეღავათები, რომლებიც ვრცელდება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ დიპლომატებზე. კიდევ ერთხელ, მტკიცედ მოვუწოდებთ მათ, შეწყვიტონ რეპრესიები დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ.

ქართველმა ხალხმა დიდი სიმტკიცით გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფება, დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვა, მათი ხმა უნდა გავიგოთ“, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.

ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა იმართება, რომელზეც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები