ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 7-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 7-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მისი მეუღლე 5 000-ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლეს.
ისინი რუსთაველზე გზის გადაკეტისთვის დღეს საკუთარ სახლთან დააკავეს.
დღესვე პარტია "დროას" წევრ ნათია ლეთოდიანს სასამართლომ 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, ზვიად კვარაცხელიას - 3-დღიანი, "წიგნების თაროს" წევრს და მეორე სტუდენტური სეზონის ჩემპიონს დავით ჭკადუას (გაგრელი) 10-დღიანი, ზურა მენთეშაშვილს კი 5-დღიანი.
რაც შეეხება თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც 22 ოქტომბერს აქციაზე პოლიციის მანქანაზე ავიდა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მომდევნო პროცესი 15 დეკემბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
თაგები:
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


