
ავტორი
Front News საქართველო
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს 40 ზუგდიდელი ახალგაზრდა შეუერთდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, ბანაკში ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდა, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და მათი იდეები მოისმინა. მერმა ახალგაზრდებთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ქადარიასთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში მიიღო მონაწილეობა.
ახალგაზრდული ბანაკების მიმართულებით ზუგდიდის მერია არაერთ მნიშვნელოვან პროექტშია ჩართული. ზუგდიდელი ახალგაზრდები ბორჯომის სკაუტურ ბანაკში იმყოფებოდნენ, ასევე ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ორგანიზებულ ტექნოლოგიურ ბანაკში მიიღონ მონაწილეობა.
დავით კოდუას განცხადებით, ახალგაზრდული მიმართულებით მთელი წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.
"ახალგაზრდების მხარდაჭერა ჩვენი გუნდისთვის უმთავრესი მიმართულებაა! მათი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და მომავალი თაობის ხელშეწყობა არის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისთვის, როგორც ცენტრში ასევე ადგილობრივ დონეზე, რასაც არაერთი პროექტითა და პროგრამით ვამტკიცებთ, რისი ნათელი მაგალითიც პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაა, რომელიც 3000 სტუდენტზეა გათვლილი" , - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა.
წელს ანაკლიის ბანაკი 2 640 ახალგაზრდას, მათ შორის 720 სკოლის მოსწავლესა და 1 920 სტუდენტს უმასპინძლებს. ბანაკი მიზნად ისახავს ახალგაზრდების არაფორმალური განათლების, სოციალური ინტეგრაციის, ლიდერული, სპორტული და კულტურული უნარების განვითარებას. პროგრამა მოიცავს საგანმანათლებლო, რეკრეაციულ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს