Logo

ზუგდიდის მერი სოფელ ჭითაწყარში გაზგასამართ პუნქტთან არსებულ ვითარებას გაეცნო

რეგიონები
382
Frontnews
ზუგდიდის მერი სოფელ ჭითაწყარში გაზგასამართ პუნქტთან არსებულ ვითარებას გაეცნო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების ადგილზე ზუგდიდის მერი დავით კოდუა, მოადგილეებთან და პარლამენტის წევრ გრეტა წიწავასთან ერთად იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე მერიის შესაბამისი სამსახურები.

დავით კოდუა ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქეები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ და ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოინახულეს.

შემთხვევის შედეგად ორმა მოქალაქემ მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. კიდევ ორს შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

თაგები:

ზუგდიდი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები