ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით 3-დან 7 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები ურეკში დაისვენებენ

ავტორი
Frontnews საქართველო
ზუგდიდის მერიის თანადაფინანსებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, 3-დან 7 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომლებიც პედიატრების ჩვენებით, საჭიროებენ სარეაბილიტაციო მკურნალობას, მშობლებთან ერთად დაბა ურეკში, გამაჯანსაღებელ-სარეაბილიტაციო ბანაკში გაემგზავრნენ.
ზუგდიდის მერის მოადგილეები, სოციალური სამსახურისა და ასოციაცია „იმედის“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის წარმომადგენლები, ბავშვებსა და მათ მშობლებს ურეკში გამგზავრებამდე შეხვდნენ.
ზუგდიდის მერიის სოციალური პროგრამის „სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების“ ფარგლებში, ასოციაცია „იმედის“ პროექტი "იმედი-2026“ დაფინანსდა.
თანადამფინანსებელი კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროა.
პროექტის მონაწილე ბავშვები უზრუნველყოფილი იქნებიან სამჯერადი კვებით, პედიატრის მომსახურებითა და კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობით.
თაგები:
ზუგდიდი




