Logo

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

რეგიონები
149
Frontnews
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ზუგდიდში, დავით ჯიქიას ქუჩის I, II, III და ბორჯომის ქუჩის I და II შესახვევში. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 174 716 ლარით ფინანსდება.

მოეწყობა 3500 მეტრი სიგრძის გზა და მილ-ხიდები.

მიმდინარე სამუშაოებს ზუგდიდის მერი დავით კოდუა, მოადგილესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 32 გზა მოეწყო, რომლის საერთო ღირებულება 15 515 326 ლარია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები