Logo

ზუგდიდის საკრებულოს პირველი სხდომა ისევ ჩაიშალა

პოლიტიკა
873
Frontnews image description

ზუგდიდში  საკრებულოს პირველი სხდომა მეხუთედ ჩაიშალა. მიზეზი ქვორუმის არარსებობა გახდა. სხდომას „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაესწრო, რადგან  გახარიას  პარტიასთან  მოლაპარაკება ვერ შედგა. 

 

პარტია “საქართველოსთვის” საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთრი კანდიდატურის მხარდაჭერას ითხოვს. ასევე მისი მოთოვნაა “ქართული ოცნებისათვის” საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის 2 პოსტის  და 5  კომისიდან 3-ის თავმჯდომარის პოსტის დათმობა, რაზეც “ნაციონალური მოძრაობა” არ დათანხმდა. 

 

ზუგდიდში ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია. მმართველმა პარტია ბიუჯეტის დამტკიცება წინა მოწვევის საკრებულოს მეშვეობით შეძლო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები