
ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ 14 წევრი პარტიას ტოვებს, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მაია კალანდიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც საკრებულოს ყველა ის წევრი ესწრებოდა, ვინც პარტია დატოვა.
პარტია დატოვეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, კომისიების თავმჯდომარეებმა და ფრაქციის თავმჯდომარემ, ასევე საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებმა.
როგორც მათ აღნიშნეს, პარტიაში დამკვიდრდა არადემოკრატიული მმართველობა, რამაც განაპირობა მათი გადაწყვეტილება.
მათი თქმით, ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას ისინი მელიასთან ერთად გააგრძელებენ.
ზუგდიდის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობიდან“ სულ 22 წევრი იყო.
თაგები:
ნაციონალური მოძრაობა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს