Logo

ზუგდიდში 32 გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რეგიონები
197
Frontnews
ზუგდიდში 32 გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალაბასთუმანში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა ადგილზე გაეცნენ.

კოსტავას, ლესელიძისა და თბილისის ქუჩებზე პროექტი გზასთან ერთად, სანიაღვრე არხებისა და მისასვლელების მოწყობას ითვალისწინებს.

ახალაბასთუმანში, საავტომობილო გზების რეაბილიტაციისთვის 883 000 ლარია გამოყოფილი.

ამ ეტაპზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 32 გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელთა ღირებულება 15 515 326 ლარია.

თაგები:

ზუგდიდი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები