ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 2 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს


ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.
70 წელს გადაცილებული მამაკაცების გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი სოკოთი ინტოქსიკაციაა.
საცხოვრებელ ბინაში სამართალდამცველებს დიდი რაოდენობით მოხარშული სოკო დახვდათ.
ცნობილია, რომ 18 ნოემბერს გარდაცვლილები ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში სოკოთი ინტოქსიკაციით მივიდნენ.
კლინიკაში აცხადებენ, რომ მათ ადგილზე შესაბამისი დახმარება გაეწიათ, ჩაუტარდათ გადასხმაც, რის შემდეგაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას სიმძიმე არ აღენიშნებოდა. დაკვირვების მიზნით მათ კლინიკაში დარჩენაზე უარი თქვეს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს