Logo

ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

რეგიონები
543
Frontnews
ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

ორმა მოქალაქემ მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. კიდევ ორს კი შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

დაშავებული მოქალაქეები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ და ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ მოინახულეს და მკურნალი ექიმისგან ინფორმაცია მიიღეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულს, ჯანდაცვის მინისტრთან სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა, დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო პროფილის კლინიკაში გადაიყვანენ.

სახელმწიფო რწმუნებული და ზუგდიდის მერი, ასევე იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილას.

თაგები:

ზუგდიდი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები