Logo

ზუგდიდში პროგრამა "ჩემი პირველი ნერგი" განხორციელდა

რეგიონები
277
Frontnews
ზუგდიდში პროგრამა "ჩემი პირველი ნერგი" განხორციელდა

ზუგდიდში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ინიციირებული პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" განხორციელება დაიწყო.

ნერგების დარგვის პროცესს ბოტანიკურ ბაღში ზუგდიდის მერი დავით კოდუა შეუერთდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მერმა პროგრამის განხორციელებაში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროგრამა ხელს შეუწყობს ბავშვების გარემოზე ზრუნვას და პასუხისმგებლობის გაძლიერებას.

პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება და მასში ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი მიიღებს მონაწილეობას.

პროგრამის განხორციელებაში ჩართულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

"ჩემი პირველი ნერგის" პირველკლასელებში ადრეული ასაკიდან გარემოზე ზრუნვისა და ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

 

თაგები:

ზუგდიდი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები