Logo

ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

შემთხვევა
70
Frontnews
ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი იპოვეს.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დანიელ შერვაშიძე სახლიდან 21 ივლისს გავიდა და მას შემდეგ ეძებდნენ. არსებული ინფორმაციით, ის ქუთაისში გამგზავრებას გეგმავდა.

ახლობლების თქმით, დანიელ შერვაშიძე წვევამდელების მომზადებაში მონაწილეობდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები