ზურაბ აბაშიძე – კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გავაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს


ავტორი
Front News საქართველო
“წინასაარჩევნო შეხვედრებს, Covid-19-ის პროტოკოლისა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით, აქტიურად გავაგრძელებთ, რათა მოსახლეობა ჩართული იყოს სამომავლო პროექტების დაგეგმვისა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას.
ზურაბ აბაშიძემ, მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან ერთად, შეხვედრა ალ. ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრებლებთან გამართა და ადგილობრივ მოსახლეობასთან უბანში არსებული ვითარების გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება მთაწმინდის რაიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ, მოსახლეობის მხარდაჭერით, კახა კალაძის გუნდთან ერთად მთაწმინდის რაიონის განვითარების შეუქცევადი პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.
თაგები:
ზურაბ აბაშიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს