ზურაბ აბაშიძე – სამომავლო პროექტებზე მუშაობის პროცესში მინდა, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივები


ავტორი
Front News საქართველო
მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოსმთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე, მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიგა ახვლედიანთან ერთად, შინდისის, წავკისისა და ოქროყანის მოსახლეობას შეხვდა.
მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებებს გაეცნო და რაიონში არსებული ვითარების გაუმჯობესების ხელშეწყობის კუთხით მათი პოზიციები მოისმინა.
როგორც ზურაბ აბაშიძემ ამომრჩევლებთან საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ჩართული სამომავლო პროექტების დაგეგმვის პროცესში, რისთვისაც ის მოსახლეობასთან შეხვედრებს რეგულარულად გამართავს.
“ჩვენს გუნდს აქვს ახალიინიციატივები და ხედვები სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს მთაწმინდის რაიონის, როგორც ცენტრალური, ასევე, პერიფერიული უბნების განვითარებას. სწორედ აღნიშნული გეგმებისა და სამომავლო პროექტებზე მუშაობის პროცესში მინდა, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივები. შესაბამისად, ვაგრძელებ მთაწმინდის რაიონის თითოეული დასახლების მცხოვრებლებთან პირადად შეხვედრას, მათთან აქტიურ კომუნიკაციასა და თანამშრომლობას”, – განაცხადა აბაშიძემ.
თაგები:
ზურაბ აბაშიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს