ზურაბ აბაშიძე - თავში აზრად არავის მოსვლია, რომ სადმე შევარდნილიყო, შენობა დაეწვა, ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა ჩვენი აქციების დროს


ავტორი
Front News საქართველო
თუ ვინმე იყო რადიკალურად განწყობილი, თავში აზრად არავის მოსვლია, რომ სადმე შევარდნილიყო, შენობა დაეწვა, ან გაენადგურებინა რომელიმე სახელმწიფო შენობა, მათ შორის, პარლამენტი - ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა ჩვენი აქციების დროს, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომელიც 2009-2010 წლებში პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი იყო.
"როდესაც ჩვენ შევქმენით პარტია [ირაკლი ალასანიას "თავისუფალი დემოკრატები"], ამ პერიოდში, ჩვენი მთავარი მოკავშირეები გახდა ორი პოლიტიკური ძალა - "ახალი მემარჯვენეები" და "რესპუბლიკური პარტია", რომლებიც ასევე არ იყვნენ დიდად მოწადინებული და მომხრეები ქუჩის აქციების და გარკვეულწილად რადიკალიზაციის, მაგრამ, ხაზი მინდა გავუსვა, რომ თუ ვინმე იყო რადიკალურად განწყობილი, არავის თავში აზრად არ მოსვლია, რომ სადმე შევარდნილიყო, ან შენობა დაეწვა, ან გაენადგურებინა რომელიმე სახელმწიფო შენობა, მათ შორის - პარლამენტი. ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა ჩვენი აქციების დროს - ეს იყო განსხვავება. იყვნენ მომხრეები, რომლებსაც უნდოდათ, მეტად ყოფილიყვნენ ქუჩაში, იმიტომ, რომ ქუჩიდან უფრო რეალურს ხედავდა პოლიტიკურ პროცესს და ქუჩის არსებობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი ამ პროცესის, ბუნებრივია. მაგრამ, ჩვენ გვქონდა განსხვავებული [მიდგომა], რომ რაღაცები არ უნდა გამოგვერიცხა და არ უნდა ვყოფილიყავით მარტო ქუჩაში", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თაგები:
ზურაბ აბაშიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს