ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან მთაწმინდის განვითარების ხელშეწყობის კუთხით სამომავლო გეგმები განიხილა


ავტორი
Front News საქართველო
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჯანაშიას, ლარსისა და გალის ქუჩების მცხოვრებლებთან გამართა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას მთაწმინდის განვითარების მხარდამჭერი პროექტები და ის ინიციატივები გააცნო, რომელთა განხორციელებასაც მომავალში კახა კალაძის გუნდთან ერთად აპირებს. თავის მხრივ, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ზურაბ აბაშიძეს რაიონში არსებული გამოწვევების გადაჭრის კუთხით საკუთარი პოზიციები და ხედვები გაუზიარეს.
“ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, “ქართული ოცნების” გუნდთან ერთად, მთაწმინდის რაიონის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი პროექტები ადგილობრივი მცხოვრებლების აქტიური ჩართულობით განვახორციელოთ.
შეხვედრაზე მოსახლეობის მხრიდან ბევრი საინტერესო მოსაზრება და ინიციატივა მოვისმინე. ვთვლი, რომ ერთობლივი ძალებით ყველა იმ გამოწვევას დავძლევთ, რომელთა წინაშე ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებიდგანან“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მოსახლეობასთან შეხვედრაში მონაწილეობა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემაც მიიღო.წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს სისტემატურად გამართავს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს