
ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სამინისტროში შეტანილია განაცხადი პოლონელი ექიმებისთვის მუშაობის უფლების მიცემის შესახებ, თუმცა თან არ ახლავს დოკუმენტაცია, რომელიც მსგავსი უფლების გაცემისთვისაა საჭირო.
“არის განაცხადი მხოლოდ შემოტანილი, რომელიც ითხოვს აღნიშნული ექიმების გრძელვადიანად, ქვეყანაში მუშაობის უფლების გაცემას. შესაბამისი უფლების გაცემას სჭირდება დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომელიც არც თუ ისე რთულია მოსაძიებლად, სამწუხაროდ, ეს დოკუმენტაცია მას არ ახლდა თან.
სრულად პროცესს მართავს პენიტენციური სისტემა და ის კლინიკა სადაც მკურნალობას გადის”, – განაცხადა აზარაშვილმა.
თაგები:
ზურაბ აზარაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს