Logo

ზურაბ ჯაფარიძე - ალიანსს გამოქვეყნებული აქვს 6 პუნქტი, რომელთა შესრულებაც მნიშვნელოვანია, რომ მიუახლოვდეს საარჩევნო გარემო სამართლიან არჩევნებს

პოლიტიკა
170
Frontnews
ზურაბ ჯაფარიძე - ალიანსს გამოქვეყნებული აქვს 6 პუნქტი, რომელთა შესრულებაც მნიშვნელოვანია, რომ მიუახლოვდეს საარჩევნო გარემო სამართლიან არჩევნებს

ჩვენს ალიანსს გამოქვეყნებული აქვს 6 პუნქტი, რომელთა შესრულებაც მნიშვნელოვანია, რომ მიუახლოვდეს საარჩევნო გარემო თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს პუნქტები გავაცანით საერთაშორისო თანამეგობრობასაც, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს პუნქტები არის მინიმუმის მინიმუმი.

"უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში თუკი ვინმეს რამე გაუკეთებია ამ ქვეყანაში და ხმა ამოუღია, ან ერთი ლარი მაინც მიუღია დაფინანსება არასამთავრობო ორგანიზაციაში თუ სხვა ორგანიზაციაში, პრაქტიკულად, ყველას ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა. ეს ნიშნავს, რომ მთელი სოციუმის დიდ შრეს ჭრიან და ტოვებენ საჯარო აქტივობების მიღმა.

ჩვენს ალიანსს გამოქვეყნებული აქვს 6 პუნქტი, რომელთა შესრულებაც მნიშვნელოვანია, რომ მიუახლოვდეს საარჩევნო გარემო თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს პუნქტები გავაცანით საერთაშორისო თანამეგობრობასაც. ეს პუნქტები არის მინიმუმის მინიმუმი, ამის იქით უამრავი საკითხია, მაგრამ ეს რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტია", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ოპოზიციური პარტიები დიპლომატებს შეხვდნენ და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები