Logo

ზურაბ ჯაფარიძე - ამ ყველაფრის შედეგი იქნება ის, რომ ამ ქვეყნის იზოლაცია კიდევ უფრო გაღრმავდება

პოლიტიკა
421
Frontnews
ზურაბ ჯაფარიძე - ამ ყველაფრის შედეგი იქნება ის, რომ ამ ქვეყნის იზოლაცია კიდევ უფრო გაღრმავდება

სანამ ეს რეჟიმი არის, ეს პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება. ამ ყველაფრის შედეგი იქნება ის, რომ ამ ქვეყნის იზოლაცია კიდევ უფრო გაღრმავდება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ იზოლაციას აქვს კონკრეტული ფასი - ეს არის ამ ქვეყნის უსაფრთხოება.

"ამ ყველაფრის შედეგი იქნება ის, რომ ამ ქვეყნის იზოლაცია კიდევ უფრო გაღრმავდება. ამ იზოლაციას აქვს კონკრეტული ფასი, ერთი ფასი ეს არის ამ ქვეყნის უსაფრთხოება, რომელსაც ჩვენ ახლა უკვე ვიხდით, ის რომ აზერბაიჯანის საგარეო, როცა არ დაეზარება გვაფურთხებს და აქედან პასუხის გამცემი არ არის, ის, რომ ირანის ელჩი 2 კვირაში ერთხელ თავზე გვახურებს და პასუხის გამცემი არავინ არ არის. ადრე ხომ მარტო რუსეთი იყო, ახლა ვისაც არ ეზარება., ისინი არიან იმიტომ, რომ დაუცველები ვართ, იმიტომ, რომ მეგობარი აღარ გვყავს, არავინ აღარ დარჩა, ვინც ჩვენს გამო, ჩვენი პრობლემებისთვის ხმას ამოიღებს და რამეს იტყვის, არც მიგვესვლება არავისთან, რომ რამე ვთხოვოთ. მეორე, ეკონომიკური პრობლემები გაღრმავდება ყველა შემთხვევაში. ამ ქვეყანაში ინვესტიციები აღარ იდება, აღარავის აღარ აინტერესებს ეს ქვეყანა. სანამ ეს რეჟიმი არის, ეს პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური ძალის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები