ზურაბ ჯაფარიძე – არსებობს შანსი, რომ “ოცნებამ“ მერე მოინდომოს აქ დაბრუნება, ამიტომ საუბარია იმაზე, რომ არ მიეცეს მაგის საშუალება


ავტორი
Front News საქართველო
“ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ წინა სესიის შემდეგ ისინი ტოვებენ PACE-ს. იცოდნენ, რომ დიდი შანსი იყო, რომ გამოეყარათ აქედან, მაგრამ თავისი ფეხით წავიდნენ და ვითომ ამით ღირსება შეინარჩუნეს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
“დელეგაცია აღარ არსებობს, “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ წინა სესიის შემდეგ ისინი ტოვებენ PACE-ს, ამიტომ რაც არ არსებობს, ანუ, უფლებამოსილების შეწყვეტა, როგორ უნდა მოხდეს გაუგებარია, მაგრამ არსებობს შანსი, რომ “ოცნებამ“ მერე მოინდომოს აქ დაბრუნება, ამიტომ მე რა ინფორმაციაც მაქვს, აქ საუბარია იმაზე, რომ “ოცნებას“ არ მიეცეს მაგის საშუალება.
როგორც ყოველთვის, რუსულ სტილში დასწრებაზე ითამაშეს, იცოდნენ, რომ დიდი შანსი იყო რომ გამოეყარათ აქედან, მაგრამ თავისი ფეხით წავიდნენ და ვითომ ამით ღირსება შეინარჩუნეს”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა [PACE] საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გადაუდებელ დებატებს 10 აპრილს გამართავს. ასამბლეა ასევე იმსჯელებს საქართველოზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებულ შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე – მერე ისევ რამეს ჩაიდენენ და ამ ნაბიჯებს ხელახლა გავდივართ, ესენი კი რჩებიან ხელისუფლებაში და აგრძელებენ ცხოვრებით ტკობას

ზურაბ ჯაფარიძე – მიზანი არის, რომ სუნთქვის საშუალება არ მისცენ იმ ადამიანებს, ვინც არ ეგუებიან რეალობას და პროტესტს გამოხატავენ

ზურაბ ჯაფარიძე – იციან, რომ არჩევნებზე თუ ბევრი მოქალაქე მივა, წააგებენ, ამიტომ არ უნდათ, რომ ემიგრაციამ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა