
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი დღევანდელი პრესკონფერენციის მიზანია ის, რომ ვაჩვენოთ საქართველოს მოქალაქეებს, სინამდვილეში, რა არის ფასების ზრდის გამომწვევი მიზეზი და როგორაა დაკავშირებული არსებული რეჟიმის მიზანმიმართულ პოლიტიკასთან, - ამის შესახებ "ოპოზიციური ალიანსის" წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ ალიანსის პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, არის საკითხები, რომლის მყისიერი მოგვარება ფასების დაწევის წინაპირობაა.
"ჩვენ ვხედავთ რამდენიმე პროპაგანდისტულ ხაზს, რომელიც მოდის რეჟიმის მხრიდან ფასებთან დაკავშირებით, მათ შორის არის ერთი, თითქოს ქვეყანაში ფასების ზრდა გამოწვეულია გლობალური და რეგიონული პრობლემებით, მეორე ის, რომ საპარლამენტო კომისია და სუსის რეიდები მოქმედებს ფასების დაწევაზე, რაც ცხადია, არის ტყუილი.
ჩვენი დღევანდელი პრესკონფერენციის მიზანია ის, რომ ვაჩვენოთ საქართველოს მოქალაქეებს, სინამდვილეში, რა არის ფასების ზრდის გამომწვევი მიზეზი და როგორაა დაკავშირებული არსებული რეჟიმის მიზანმიმართულ პოლიტიკასთან, რომლის მიზანიც ძალაუფლების შენარჩუნებაა. ამის გამო იზრდება ფასები, რაც აღარიბებს საქართველოს მოქალაქეებს. ასევე, გვინდა, გაჩვენოთ, რისი გაკეთებაა მყისიერად შესაძლებელი, რომ ფასებმა დაიწიოს, განსაკუთრებით იმ პროდუქტებზე, რომლის ფასებიც აწუხებს მოსახლეობას და რა არის გრძელვადიანად გასაკეთებელი ეკონომიკაში", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს