ზურაბ ჯაფარიძე – როგორც ამ რეჟიმისთვისაა პარლამენტი ბიძინას დუქანი, ისე წარმოუდგენიათ ევროპული ინსტიტუტებიც

ავტორი
Front News საქართველო
როგორც ამ რეჟიმისთვისაა პარლამენტი ბიძინას დუქანი, ისე წარმოუდგენიათ, რომ ევროპული ინსტიტუტებიც არის ისეთი სტრუქტურა, სადაც როცა უნდათ მაშინ შეუძლიათ მივიდნენ , – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროსაბჭოს წევრობა ქვეყანას ანიჭებს გარკვეულ ვალდებულებებს.
“ევროსაბჭოს წევრობა ქვეყანას ანიჭებს გარკვეულ ვალდებულებებს და მათ შორის ერთ-ერთი ვალდებულებაა ის, რომ ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობაში უნდა მიიღონ მონაწილეობა.
ეს ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ ჯერ კიდევ მაშინ განაცხადა, როდესაც წულუკიანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ისინი წყვეტდნენ ასამბლეასთან თანამშრომლობას.
როგორც ამ რეჟიმისთვისაა პარლამენტი ბიძინას დუქანი, ისე წარმოუდგენიათ, რომ ევროპული ინსტიტუტებიც არის ისეთი სტრუქტურა, სადაც როცა უნდათ მაშინ შეუძლიათ მივიდნენ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე




