
ავტორი
Front News საქართველო
რა საინტერესოა „მეამას“ გადაწყვეტილება, რომ ითანამშრომლოს უცხოურ სანქციებთან და არა ქართულ მედიასთან. სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა გადახედოს თავის ურთიერთობებს და შესყიდვებს ისეთ კომპანიებთან, რომლებიც პოლიტიკურ ინსინუაციებს ეწევიან, - წერს „ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
მისი შეფასებით, დაუშვებელია, ქართველი ხალხის ფულით ფინანსდებოდეს ის ბიზნესი, რომელიც ქვეყნის შიგნით დაპირისპირებას ახალისებს და გარე ძალების დღის წესრიგს ატარებს.
"რა საინტერესოა „მეამას“ გადაწყვეტილება, რომ ითანამშრომლოს უცხოურ სანქციებთან და არა ქართულ მედიასთან?!
ლოგიკა მარტივია: თუ საკუთარი ქვეყნის დასანქცირების მომხრეებს „უსამშობლოებს“ ვუწოდებთ, მაშინ კომპანია, რომელიც ამ სანქციებს შიდა პოლიტიკური დევნისთვის იყენებს და ეროვნულ ინტერესებს ღიად უპირისპირდება, რა ეწოდება?
სახელმწიფომ ძალიან მკაფიოდ უნდა იმოქმედოს - დაუყოვნებლივ უნდა გადახედოს თავის ურთიერთობებს და შესყიდვებს ისეთ კომპანიებთან, რომლებიც პოლიტიკურ ინსინუაციებს ეწევიან.
დაუშვებელია, ქართველი ხალხის ფულით ფინანსდებოდეს ის ბიზნესი, რომელიც ქვეყნის შიგნით დაპირისპირებას ახალისებს და გარე ძალების დღის წესრიგს ატარებს.
ბიზნესი, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას პატივს არ სცემს, სახელმწიფო პრივილეგიებით არ უნდა სარგებლობდეს!“ - წერს ქადაგიძე.
თაგები:
ზურაბ ქადაგიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს