ზურაბ პატარაძე გივი მიქანაძესთან ერთად ბსუ-ში რეგიონული სამეცნიერო ფესტივალის გახსნას დაესწრო

ავტორი
Frontnews საქართველო
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „რეგიონული სამეცნიერო ფესტივალი - 2026“ გაიხსნა.
ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან ერთად შეუერთდა.
ფესტივალის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
ზურაბ პატარაძეს და გივი მიქანაძეს ფესტივალზე წარმოდგენილი საგამოფენო სივრცე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ დაათვალიერებინა; გაიმართა არაერთი საინტერესო აქტივობა - ინტერაქციული ექსპერიმენტები, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პრეზენტაციები, თემატური შეხვედრები, ასევე ჩატარდა CERN-ის STEM მასტერკლასები სკოლის მოსწავლეებისთვის.
2026 წლის ფესტივალის მთავარი გზავნილია “მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის.“ ფესტივალი ქმნის მეცნიერების, განათლებისა და ინოვაციების ერთიან, ინტერაქციულ სივრცეს, რომელიც აერთიანებს მეცნიერებს, მკვლევრებს, სტუდენტებს, მოსწავლეებს, უნივერსიტეტებსა და კვლევით ორგანიზაციებს.
პროექტი ქვეყნის მასშტაბით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით იმართება.
თაგები:
ზურაბ პატარაძე




