Logo

Logo

ზურაბ პატარაძე გოდერძის უღელტეხილზე, ალპურ ბოტანიკურ ბაღში და კურორტ "ბეშუმში" მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

რეგიონები
Frontnews image description

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გოდერძის უღელტეხილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო, ასევე, გაესაუბრა ბეშუმში მყოფ დამსვენებლებს და მათგან კურორტზე არსებული მდგომარეობის და პრიორიტეტული საკითხების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია, უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად განხორციელდეს ის პროექტები, რომლებიც კურორტის განვითარებას შეუწყობს ხელს და გააუმჯობესებს როგორც ტურისტულ, ისე საბაზისო ინფრასტრუქტურას.

გოდერძის უღელტეხილზე აქტიურად მიმდინარეობს ცნობილი კომპოზიციის - მიმანიშნებელი აბრის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ამავე ტერიტორიაზე 41 მეტრიანი კონსტრუქციით აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა და ეს სიმბოლო განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელი იქნება.

მთავრობის თავმჯდომარე კურორტ ბეშუმში „შუამთობის“ სახალხო დღესასწაულისთვის მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებსაც გაეცნო. მოსახლეობასთან შეხვედრისას კი მათი საჭიროებები მოისმინა და აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად შესაბამისი უწყებები, სამინისტროები და მუნიციპალიტეტი კოორდინირებულად იმუშავებენ.

ზურაბ პატარაძე ალპურ ბოტანიკურ ბაღშიც იმყოფებოდა. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბაღი რეგიონის ერთ-ერთი გამორჩეული და უნიკალური სივრცეა და სასიხარულოა, რომ ალპინარიუმს სულ უფრო მეტი ვიზიტორი სტუმრობს. მისივე თქმით, ტერიტორიაზე დაგეგმილია არაერთი ახალი ტურისტული და გასართობი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნადიმ ვასაძე, კურორტ გოდერძის დირექტორი ფრიდონ ტაკიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები