Logo

ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში "ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

რეგიონები
48
Frontnews
ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში "ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაული აღინიშნა.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაალ მიქელაძე, ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზურაბ პატარაძემ ადგილობრივ მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად მიულოცა. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მთის განვითარების მიმართულებით პრიორიტეტად რჩება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალი შესაძლებლობების შექმნა და ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერება.

"ჩაქვისთავობა ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია, რომელიც არა მხოლოდ ამ ხეობის, არამედ მთელი რეგიონის მოსახლეობას აერთიანებს. აქ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანები იკრიბებიან და ხეობის განვითარებაზე საუბრობენ. მნიშვნელოვანია, რომ მთიანი აჭარა სულ უფრო მეტ ვიზიტორს იზიდავს. ჩვენი მიზანია, გაგრძელდეს ინფრასტრუქტურის განვითარება, შეიქმნას ახალი შესაძლებლობები, გაძლიერდეს ადგილობრივი მოსახლეობა და მთაში კიდევ ბევრი ახალი ოჯახი დამკვიდრდეს. მტირალას ეროვნული პარკი რეგიონის ნამდვილი საგანძურია, აქ განხორციელებული პროექტები კი ჩვენი მთის განვითარების მყარ საფუძველს ქმნის“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საპატიო ჩაქვისთაველების დაჯილდოება. მთავრობის თავმჯდომარემ საპატიო სიგელი ადგილობრივ მეციტრუსე-მეფუტკრე ფერმერს შაქრო გორჯელაძეს გადასცა.

ჩაქვისთავობას საფუძველი გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაეყარა და ქობულეთის მუნიციპალიტეტმა წლების წინ აღადგინა. ტრადიციული დღესასწაული, რომელიც ქობულეთის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, ფოლკლორული ანსამბლების და ვეტერანი ქორეოგრაფების კონცერტით, ხალხური რეწვის ნიმუშების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენით და ადგილობრივი ტრადიციული კერძების მასტერკლასით დასრულდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები