Logo

ზურაბ პატარაძე საქართველოში ინდოეთის ელჩს შეხვდა

რეგიონები
165
Frontnews
ზურაბ პატარაძე საქართველოში ინდოეთის ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის გამოყენების და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე.

საუბარი შეეხო აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით ტურისტულ სააგენტოებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას; ყურადღება დაეთმო ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარების შესაძლებლობებს, განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვისას ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერებასა და სტუდენტურ გაცვლით პროგრამებზე. ასევე განიხილეს კულტურულ დაწესებულებებს შორის ურთიერთობების განვითარებისა და ერთობლივი ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობები.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები