Logo

ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულის "ხელვაჩაურის დღეები" დასკვნით ღონისძიებას დაესწრო

რეგიონები
229
Frontnews
ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულის "ხელვაჩაურის დღეები" დასკვნით ღონისძიებას დაესწრო

გონიოს ციხის ტერიტორიაზე სახალხო დღესასწაულის „ხელვაჩაურის დღეების“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად დაესწრო.

ზურაბ პატარაძემ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი პერსპექტივების შექმნა.

"ხელვაჩაურის დღეები“ სხვა მნიშვნელოვან სახალხო დღესასწაულებთან ერთად ჩვენი რეგიონის კულტურულ მრავალფეროვნებას წარმოაჩენს. ეს არის სიყვარულის და ტრადიციების ჯაჭვი. სასიხარულოა, რომ ამ სიხარულს არა მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტი, არამედ მთელი რეგიონი იზიარებს. განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავ ხელვაჩაურელებს ამ დღეს და ვუსურვებ კეთილდღეობასა და წარმატებებს. მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და ტურისტული შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება.

სიმბოლურია, რომ დღეს გონიოს ციხეში ვართ ადგილას, რომელიც ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიას აცოცხლებს და ამ ზეიმს განსაკუთრებულ ელფერს სძენს" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

დღესასწაულის ფარგლებში „საპატიო ხელვაჩაურელების" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ზურაბ პატარაძემ საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოები მურმან გორგოშაძეს და ნოდარ კოპინაძეს გადასცა.

მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს პარლამენტში ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატმა არჩილ ბერიძემ, აჭარის უმაღლეს საბჭოში ხელვაჩაურის დელეგატმა მინდია დიასამიძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ მხეიძემ.

"ხელვაჩაურის დღეები“ მუნიციპალიტეტის სახალხო დღესასწაულებს - „კოლხობასა“ და „მაჭახლობას“ აერთიანებს და მიზნად ისახავს ადგილობრივი კულტურული ტრადიციების პოპულარიზაციას.

დღესასწაული ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით გამართული კონცერტით დასრულდა.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები