Logo

ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ტრაპიზონის პროვინციის გუბერნატორს შეხვდა

პოლიტიკა
98
Frontnews
ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ტრაპიზონის პროვინციის გუბერნატორს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად, ტრაპიზონის პროვინციის გუბერნატორს თაჰირ შაჰინს შეხვდა.

მხარეებმა საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში რეგიონული თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი ეკონომიკური კავშირების გაფართოების მყარ საფუძველს ქმნის.

აჭარისა და ტრაპიზონის ბიზნესწრეებს შორის კონტაქტების გააქტიურების მიზნით საუბრისას გამოიკვეთა ბიზნესფორუმების და საინვესტიციო აქტივობების სისტემატურად გამართვის აუცილებლობა. აღინიშნა, რომ მსგავსი მასშტაბური პლატფორმები კომპანიებს შორის პირდაპირ შეხვედრების, საინვესტიციო პოტენციალის გაცნობისა და ერთობლივი პროექტების განხილვის შესაძლებლობას შექმნის.

ზურაბ პატარაძემ საქართველოსა და თურქეთის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე აღნიშნა თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEİK) როლი ქართულ და თურქულ ბიზნესწრეებს შორის საქმიანი კავშირების განმტკიცებაში.

აჭარის მთავრობის დელეგაციის შემადგენლობაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე  და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ასევე, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან - მჟავანაძე და ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები