ზურაბ ქადაგიძე – არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღირსება, ქრისტიანული მორალი და ჩვენი სუვერენიტეტია ის სავიზიტო ბარათი, რითაც ჩვენი ღირსეული ადგილი განისაზღვრება ევროპაში


ავტორი
Front News საქართველო
“ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე 7 მარტს, პარლამენტთან გამართულ აქციას სოციალურ ქსელში აფასებს.
როგორც ქადაგიძე წერს, გუშინ კიდევ ერთი ტესტი გაირა საქართველოს სახელმწიფომ, როგორც რეალურად დასავლურმა და ევროპული ღირებულებების მქონე სუვერენულმა ქვეყანამ მსოფლიოში.
მისივე თქმით, გზა, რომელსაც საქართველო გადის გრძელდება და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღირსება, ქრისტიანული მორალი და ჩვენი სუვერენიტეტია ის სავიზიტო ბარათი, რითაც ჩვენი ღირსეული ადგილი განისაზღვრება ევროპაში.
“სინამდვილეში მათ არაფერი აქვთ ახლო არც ევროპასთან, არც დასავლეთთან, ისინი არიან ჩვეულებრივი ბოლშევიკები”-ირაკლი კობახიძე. ტყუილით, ცილისწამებითა და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანით, რასაც მათი რადიკალი ლობისტები დირიჟორობენ საზღვრებს გარედან, მცდელობა იყო გუშინდელი დღე სისხლიანი “მაიდანივით” ექციათ თბილისში.თუმცა “კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ”…
გუშინ კიდევ ერთი ტესტი გაირა საქართველოს სახელმწიფომ, როგორც რეალურად დასავლურმა და ევროპული ღირებულებების მქონე სუვერენულმა ქვეყანამ მსოფლიოში გზა, რომელსაც საქართველო გადის გრძელდება და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღირსება, ქრისტიანული მორალი და ჩვენი სუვერენიტეტია ის სავიზიტო ბარათი, რითაც ჩვენი ღირსეული ადგილი განისაზღვრება ევროპაში“, – წერს ქადაგიძე.
თაგები:


ირაკლი ზარქუა – ღირსება რომ გაგაჩნდეთ, დღესვე გამოხვალთ და იტყვით, ასეთ ტელევიზიაში არ ვიმუშავებდიო, მაგრამ არ იზამთ, იმიტომ, რომ თქვენი მორალი არის ამორალური

ბიძინა ივანიშვილი – ამისი დედააზრი არის ის, რომ ადამიანმა არ უნდა იცოდეს ის ვინ არის და ეს არის დამონების უახლესი იარაღი

“ბატონო ზურაბ, ცნობა ჩვენი და საქართველოს გარდაცვალების შესახებ ცოტათი გაზვიადებულია და თქვენს ოცნებას ასრულება არ უწერია”