ზურაბ ზვიადაური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს

ავტორი
Front News საქართველო
ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური დააკავეს.
ზვიადაური სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის დარღვევისთვის დააკავეს, რაც რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე.
ზურაბ ზვიადაური 2021 წლის 17 აგვისტოს სოფელ წინანდალთან მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, რამდენიმე თვეში კი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
თაგები:
ზურაბ ზვიადაური




